"მანჩესტერის" ყოფილმა თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა "ლივერპულის" მენეჯერ იურგენ კლოპს პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარება მიულოცა.
"იურგენ კლოპ, შესანიშნავი სამუშაო გასწიე. "ლივერპულის" ჩემპიონატზე უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ 30 წელი გავიდა.
დაუჯერებელია. სავსებით დამსახურებული გამარჯვებაა. შენი გუნდის ასპარეზობა დიდებული იყო. გპატიობ, რომ 03:30 საათზე პრემიერლიგის მოგების შესატყობინებლად გამაღვიძე. მადლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, შენ ეს დაიმსახურე. ასევე განაგრძე", - ციტირებს ფერგიუსონს Sky Sports-ი.
სერ ალექსი კლოპმაც შეაქო: "მისით აღფრთოვანებული ვარ. მახსოვს, ის პირველი ბრიტანელი მწვრთნელი იყო, რომელსაც შევხვდი. ჩვენ ვივახშმეთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი ახსოვს,
მაგრამ მე არ დამვიწყებია, ვინაიდან ეს მომენტი ჩემთვის იგივე იყო, რაც რომის პაპთან შეხვედრა".