
იურგენ კლოპის ნაცვლად, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში პაუზა აიღო, "ლივერპულის" მწვრთნელად არნე სლოტი დანიშნეს.
45 წლის ნიდერლანდელს სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ის მოვალეობის შესრულებას 1-ელი ივნისიდან შეუდგება, როდესაც სამუშაოს დაწყების უფლებას მიიღებს.
სლოტი 2021 წლიდან "ფეიენოორდის" თავკაცი იყო. 2022/2023-ის სეზონში გუნდი მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა, წელს კი მეორე ადგილზე გავიდა.