ბეილმა, "ტოტენჰემში" გაძლიერებული დავბრუნდიო

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, უელსელი ვინგერი ლონდონში მადრიდიდან 1-წლიანი იჯარით დაბრუნდა. როგორც თავად ბეილი ამბობს, მადრიდში გატარებულ 7 წელს საერთოდ არ ნანობს და ამ ტესტისგან დიდი გამოცდილება და ბენეფიტები მიიღო. იმ გულშემატკივრების შეძახილებსა და სტვენას კი, რომლებიც მან ბოლო პერიოდში მრავლად ისმინა, მოტივაციად მიიჩნევს - გვამცნობს goal.com-ი. 
ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჰქონდა, სადაც 13 ტიტული მოიგო და 100-ზე მეტი გოლიც გაიტანა, ბოლო პერიოდში უელსელი უბრალოდ გაქრა. ეს საგა კი ოცნების ტრანსფერიდან კოშმარში გადაეზარდა და მარტივად გახდა "თითის გაშვერის ადრესატი" თავისი
კრიტიკოსებისათვის. 

საბოლოოდ უელსელმა მისთვის კარგად ნაცნობ ლონდონს მიაშურა. ვნახოთ... წესით, გარეთს ინგლისურის გახსენება არ გაუჭირდება, ვინაიდან იმ 7 წლის განმავლობაში ესპანურად დაახლოებით 7 სიტყვა ისწავლა. 


altალექს ტელეში "მანჩესტერში" გაშვებას ითხოვს


altSportall ტრანსფერები. LIVE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული