დე ბრუინი: არ მადარდებს გადმოვა თუ არა მესი "სიტიში"

AutoSharing Option
მანჩესტერ "სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა Skysports-თან ინტევიუში ლეო მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა.

29 წლის ფეხბურთელმა ერთი შეხედვით საკმაოდ მოულოდნელი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნულ სიტუაციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

"გულწრფელად რომ ვთქვა, ლეოს ტრანსფერი არ მაღელვებს. იმ შემთხვევაში თუ ის მომდევნო სეზონში "სიტის" ღირსებას დაიცავს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, საპირისპიროს შემთხვევაში კი პრობლემას ვერ ვხედავ. აქ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ" - განაცხადა დე ბრუინმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

altდე ბრუინი: ფული მართავს ფეხბურთს -

მალე განადგურებულნი ვიქნებით
ასევე დაგაინტერესებთ