ჩისკო ინგლისში სასწაულებს სჩადის - რუნის "დერბიც" დამარცხებულია

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის 31-ე ტურში ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია უეინ რუნის "დერბის", რომელსაც აქამდე ბოლო ორი თამაში მოგებული ჰქონდა.

"უოტფორდი" უკანასკნელ ოთხ მატჩში დაუმარცხებელია, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 57 ქულით უკვე მე-3 ადგილზეა და 24 თებერვალს სტუმრად "ბლექბერნს" შეხვდება.

"დეილი მეილი" აღნიშნავს, რომ "უოტფორდი" ჩინებულ ფორმაშია, მეტადრე კარგად საკუთარ მოედანზე თამაშობს, სადაც ჩემპიონატის ბოლო 16 შეხვედრიდან 12 მოიგო, რაც ამ სეზონში ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ასევე დაგაინტერესებთ