ჩაკვეტაძის "უოტფორდი" 90+9-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ 2:3 დამარცხდა.

თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გოლი გაუშვეს და ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ მარცხი განიცადეს.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.7, whoscored 6.5.

„უოტფორდი“ 52 ქულით მე-15 ადგილზეა და 20 აპრილს „ჰალს“ უმასპინძლებს.

საუთჰემპტონი. „სტ. მერისი“
საუთჰემპტონი - უოტფორდი 3:2
გოლები: 1:0 სმოლბონი (1), 2:0 ადამსი (20), 2:1 პორტეუსი (34), 2:2 კონე (86), 3:2 დაუნსი (90+9)
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩაკვე მაგარი კაცი და მაგარი ფეხბურთელია მისი იმედი მაქვს ევროზე. ის ნაკრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მოთამაშეა ფაქტიურად ეგ იწყებს ყველა შეტევას და ეგ აპრესინგებს მეტოქეს პასებსაც საოცრად აკეთებს.. ჩაკვე შენთანა ვართ ნურაფრის ნუ გეშინიაა:) წარმატებები
gio9
11:56 14-04-2024
1
კრიფა კრიფა ვერ აკრიფა- რა არის? ფორმა
გამოცანა
08:33 14-04-2024
12

სიახლეები პოპულარული