ვარანი ინგლისურ გრანდში გადადის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" განაგრძობს მადრიდის "რეალის" ფრანგი მცველის, რაფაელ ვარანის ტრანსფერზე მუშაობას და როგორც ESPN აცხადებს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მადრიდელები ვარანის გასაშვებად მზად არიან, თუ "ეშმაკები" შესაბამის თანხას გადაიხდიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფრანგ მცველს კონტრაქტი 1 წლის შემდეგ უმთავრდება.

თავიდან "იუნაიტედი" "ვილიარეალის" მცველი პაუ ტორესის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა საფრანგეთის ნაკრების ევრო 2020-დან გავარდნის შემდეგ ამ ვარიანტზე გადაერთო.

"რეალი" გასულ წელს ვარანის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა კი "მანჩესტერში" მის 50 მილიონად ხელში ჩაგდებას ვარაუდობენ.