რომელუ ლუკაკუ "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "ინტერიდან" "ჩელსიში" გადავიდა.

ლონდონურმა კლუბმა ლუკაკუ 115 მილიონ ევროდ შეიძინა, ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 12 მილიონი ევრო დაუნიშნა. პლუს, რომელუ ბონუსებსაც მიიღებს.

ლუკაკუმ "ინტერში" ორ წელიწადში სერია A-ს 72 მატჩში 47 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი მის შემადგენლობაში სკუდეტო მოიგო.