39 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა სეზონის დასრულებისთანავე "ჩელსის" დატოვებს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ლონდონური კლუბი ტიაგო სილვას კონტრაქტს არ გაუგრძელებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს.
ტიაგო სილვა "ჩელსიში" პსჟ-დან 2020 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ის შეიძლება "ფლუმინენსეში" დაბრუნდეს, რომლის ღირსებასაც 2006-2009 წლებში იცავდა.