დიბალამ შეიძლება კარიერა "სიტიში" გააგრძელოს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდეს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

დიბალა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, "სიტი" ეპატიჟება და წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

ამ სეზონში არგენტინელმა "იუვეში" 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ლივერპულია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული