ახალი უმძიმესი სანქციები - აბრამოვიჩი და "ჩელსი" შავ დღეში აღმოჩნდნენ

AutoSharing Option
ბრიტანეთის მთავრობამ ლონდონის "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა და მისი აქტივები მთლიანად გაყინა.

ჟურნალისტი სტივენ სვიფორდი წერს, რომ ახალი სანქციების მიხედვით, აბრამოვიჩს ეკრძალება კლუბის გაყიდვა, "არისტოკრატები" კი ყველა იმ ტურნირზე მონაწილეობას გააგრძელებს, სადაც ამჟამად ასპარეზობს.

პარალელურად, The Times-ის ჟურნალისტი მარტინ ციგლერი სხვა ინფორმაციასაც ავრცელებს.

"ჩელსის" სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების ყიდვა, ამასთან ერთად, მოქმედ მოთამაშეებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაც აეკრძალება.

ცნობილია ისიც, რომ "არისტოკრატები" ვერ შეძლებს კლუბის მატჩების ბილეთების გაყიდვას და დაიკეტება მათი მაღაზიები ბრიტანეთში.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩს კლუბის გაყიდვა სურდა. ახლა რა
ბედი ეწევა "ჩელსის", უცნობია.