ტუხელმა კუკურელიას ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა დაადასტურა, რომ მისმა კლუბმა "ბრაიტონიდან" მცველი მარკ კუკურელია შეიძინა.

როგორც გერმანელმა მენეჯერმა აღნიშნა, ახლა მხოლოდ ფორმალური საბუთებიღაა მოსაგვარებელი და ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ლონდონელებმა ოფიციალურად შესაძლოა, დღესვე გვაუწყონ.

"ჩელსი" კუკურელიას სანაცვლოდ 55 მილიონ ფუნტს, 7 მილიონს კი ბონუსების სახით გადაიხდის. ესპანელის შეძენით "მანჩესტერ სიტიც" იყო დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიტი მცველს დაიმატრბს აუცულებლაფ. ზინჩენკო არ უ და გაეშვა ამხელა სეზონში ფლანგის მცველებს შემცვლელი აუცილებკად ჭირდება. ჩელსი კი მაინც არ მევასრბაა
არა რუსეთს
19:02 05-08-2022
0
ეგ მეგრელია წალენჯიხაში დაიბადა
კუკურელია
16:38 05-08-2022
0

სიახლეები პოპულარული