ოფიციალურად: გრემ პოტერი "ჩელსის" მწვრთნელია

AutoSharing Option
"ჩელსიმ" გრემ პოტერი გუნდის ახალ მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადა და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 

47 წლის სპეციალისტი სეზონის დასაწყიში "ბრაიტონს" ავარჯიშებდა და ამას საკმაო წარმატებითაც აკეთებდა.

პოტერის დებიუტი ახალ გუნდში 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, "ზალცბურგთან" საშინაო მატჩში შედგება.