ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში "ლესტერმა" "ვულვერჰემპტონს" გასვლაზე 4:0 სძლია, ეს მატჩი კი "მელიების" ვეტერან ფორვარდ ჯეიმი ვარდისთვის სარეკორდო აღმოჩნდა, რომელმაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 30 წლის ზევით ასაკში (ვარდი ამჟამად 35 წლისაა) პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.

აქამდე საუკეთესო შედეგი იან რაითს ჰქონდა დაფიქსირებული, რომელმაც მეტოქეთა კარი 93-ედ აიღო, როდესაც 30 წლის ზედა ნიშნული ჰქონდა დაფიქსირებული.
ასევე დაგაინტერესებთ