ჩაკვეტაძის "აკიდებული" პენალტი და "უოტფორდის" მარცხი ლიდერთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 31-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში ლიდერ „ლესტერთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, მეათე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბელგიელი ნახევარმცველი დენის პრატი წააქცია და სტუმრები პენალტით პატსონ დაკამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ „უოტფორდის“ კარი რიკარდო კარვალიომ დალაშქრა, თუმცა მალე ემანუელ დენისმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, whoscored 5.9, flashscore 5.8.

„უოტფორდმა" ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩიდან 3 წააგო, 3 ფრედ დაასრულა, 41 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 13
თებერვალს გასვლაზე „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ლესტერი 1:2
გოლები: 0:1 დაკა (11, პენ), 0:2 რიკარდო პერეირა (55), 1:2 დენისი (63)

altჩაკვეტაძემ ისევ ყვითელი ბარათი მიიღო - "უოტფორდი" თასიდან გამოვარდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ პენალტის მომენტს დაუკვირდებით მსაჯმა ეგრევე არ დანიშნა პენალტი და
შენელებულ კადრებზე ჩანს, რომ 100% -იანი პენალტი არი იყო.
(არა უშავს, ხდება რა! "საჭირო" გამოცდილებას მიიღებას).
გვეიმედები გიო!!!
თემური
10:11 11-02-2024
2
ეს პენალტია და კვარა რომ წააქციეს არა?
saqartvelo
01:37 11-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული