რონალდო მიუნხენში მიდის? - "ბაიერნის" წარმომადგენლები ინგლისში ჩავიდნენ

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, კარიერა "ბაიერნში" განაგრძოს.

მიუნხენელთა წარმომადგენლები გასულ კვირას მანჩესტერში იმყოფებოდნენ, სადაც ფეხბურთელის მხარესთან მოლაპარაკებები გამართეს.

"რეკორდმაისტერს" სურს, ტრავმირებული სადიო მანეს შემცვლელი იპოვოს; ასევე, ჯერჯერობით ფორვარდ ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტუნგსაც არ გაუხანგრძლივებია შრომითი ხელშეკრულება.