ჟოაო ფელიქსი "ჩელსიში" გადავიდა

AutoSharing Option
23 წლის თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი "ატლეტიკოდან" "ჩელსიში" გადავიდა.

ლონდონურმა კლუბმა პორტუგალიელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა დაადასტურა. იქამდე მან "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

"ჩელსის" ფელიქსის იჯარა 11 მილიონი ევრო დაუჯდება და ზაფხულამდე ხელფასს (6 მილიონი) სრულად გადაუხდის.

ამ სეზონში მან "ატლეტიკოში" ყველა ტურნირზე 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ