"ამას ყველა ერთად გადავლახავთ" - ლივერპულური დერბის წინ კლოპმა "ენფილდიდან" აბარგება კატეგორიულად გამორიცხა

AutoSharing Option
"ევერტონთან" დერბის წინ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ენფილდიდან" შესაძლო აბარგებაზე ისაუბრა.

როგორც გერმანელმა აღნიშნა, არსად წასვლას არ აპირებს, გუნდს რთული პერიოდი აქვს და ამას ერთად გადალახავენ.

მისივე თქმით, 100%-ით "მერსისაიდელთა" ერთგულია, დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული და სურს, რომ ამას გაუმკლავდეს.

შეგახსენებთ, რომ კლოპის ბიჭებს პრემიერლიგაში უკვე 4 ტურია არ მოუგიათ და დღეს ლივერპულურ დერბიში "ევერტონს" მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც სათვალე გადააგდო,მას მერე აერია გუნდი!გამადიდებელი შუშით რომ უყურებდა,უფრო კარგად ხედავდა ბევრ რამეს!ვხუმრობ,რა თქმა უნდა!კლოპის ფორმაციის ლივერპული,ძალიან მომწონდა და მისი გულშემატკივარიც ვარ,ასევე დორტმუნდისაც.ერთი სიტყვით,მისი საფეხბურთო გემოვნება ძალიან მომწონს და მინდა კრიზისი დასძლიოს!ჩემმა მტერმა უყურა,მხოლოდ ინგლისურ ათლეტიზმსა და ბრძოლას.
სოსო
16:36 13-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული