ნეიმარი შეიძლება "ჩელსიში" გადავიდეს

AutoSharing Option
Footmercato-ს ცნობით, "ჩელსის" მფლობელი ტოდ ბოული პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა ბრაზილიელის "ჩელსიში" შესაძლო გადასვლა განიხილეს. ბოულიმ ნეიმარის წარმომადგენლებს თავისი კლუბის პროექტი გააცნო.

ნეიმარს პსჟ-სთვის უფრო მეტი პრობლემა მოქვს, ვიდრე სარგებელი. ამას გარდა პარიზულ კლუბს სახელფასო განაკვეთის შემცირება და ბრაზილიელის თავიდან მოცილება სურს.

მოკლედ, თუ ნეიმარი თავისუფალი აგენტი გახდა, "ჩელსის" მისი ხელში ჩაგდება მხოლოდ ბონუსების ფასად შეეძლება.