თუ ოსიმენი ვერ შეიძინა, "მანჩესტერი" რამუშის გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
"მანჩესტერი" "ბენფიკას" თავდამსხმელ გონსალუ რამუშით დაინტერესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Caught Offside ავრცელებს.

გამოცემის ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ცნობით, "მანჩესტერის" მთავარი სატრანსფერო მიზანი "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენია და თუ მისი შეძენა ვერ შეძლეს, მხოლოდ მაშინ შეეცდებიან რამუშის გადაბირებას. თავად რამუში არაა წინააღმდეგი, კიდევ ერთი წელი დარჩეს "ბენფიკაში".

გონსალუმ ამ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატზე 21 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"იუნაიტედი" აგრეთვე ჰარი კეინის (ტოტენჰემი) და ტემი აბრაჰამის (რომა) კანდიდატურებს განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული