ენრიკე "ჩელსის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
As-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე "ჩელსის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.

მოგეხსენებათ, ესპანელი ლონდონში ჩაფრინდა და გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა "არისტოკრატებმა" სეზონის ბოლომდე დამრიგებლად ფრენკ ლამპარდი დანიშნა.

ენრიკეს უნდოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" წინააღმდეგ კლუბის თავკაცი სწორედ თავად ყოფილიყო.

ამის მიუხედავად, იწერება, რომ ზაფხულში "ჩელსის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი სწორედ ესპანელი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ