ჰოლანმა ყოფილი გუნდის წარმატებისთვის ფინანსები გამოჰყო

AutoSharing Option
თV2-ის ინფორმაციით, "სიტის" ფორვარდმა ერლინ ჰოლანმა ყოფილ გუნდ "ბრაინისთვის" ფინანსები გამოჰყო.

საქმე ისაა, რომ ამ კლუბმა ნორვეგიის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

"ბრაინი" 25 ნოემბერს კრისტიანსუნდში გასვლაზე "სტარტს" ეთამაშება და ჰოლანმა მშობლიური კლუბისთვის 15 000 ევრო გამოჰყო, რომელიც "ბრაინის" 250 ფანის მგზავრობას მოხმარდება.
ასევე დაგაინტერესებთ