"რეალი" ამ "სიგიჟეს" მართლა აპირებს? - მბაპემ და ჰოლანმა შესაძლოა, ერთად შეუტიონ

AutoSharing Option
Cadena SER წერს, რომ მადრიდის "რეალში" შესაძლოა, მომავალი გალაქტიკო ვიხილოთ. დროის ამბავია, რომ "სამეფო გუნდი" კილიან მბაპეს დამატებას ოფიციალურად გვაუწყებს, მაგრამ ფლორენტინო პერესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

"ბლანკოსის" მიზანია, რომ 2025 წელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერლინგ ჰოლანიც გადაიბიროს და მან მბაპესთან ერთად მეგა შეტევა შექმნას.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" კილიანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, ფინანსურად ძალიან ძლიერ კიდევ ერთ კლუბ "სიტიდან" კი ნორვეგიელი ფორვარდის წამოყვანა ძალიან რთული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რეალის მთავარი ვარსკვლავი პერესია.მისთვის შეუძლებელი არაფერია.რეალის ფანებს მისი სურათი გულზე უნდა ეკიდოთ.ერთადერთი მესი ვერ გადაიბირა.ნახეთ რა გუნდს აკეთებს მომავალი 10 წ.კონკურენციას ვერავინ გაუწევს.ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტია.
ლაშა
10:28 18-02-2024
1
პერესს 2 წლის უკან შეეძლო ჰალანდის ყიდვა დორტმუნდიდან, თან შედარებით მოკრძალებულ ფასად, თვითონ ნორვეგიელიც თანახმა იყო მადრიდში გადასვლაზე, მაგრამ ბენზემას გამო არ გააკეთა ეს და დიდი შეცდომაც დაუშვა, ეხლა ძნელი იქნება ჰალანდის დამატება, რეალის სახელფასო ჭერი ვერ გაწვდება ამხელა თანხებს
მამუკა
17:54 17-02-2024
6

სიახლეები პოპულარული