ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს სასიყვარულო ურთიერთობა "ჰოლივუდის" ვარსკვლავის გოგონასთან აქვს

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, "ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების შემტევ ტრენტ ალექსანდერ არნოლდს სასიყვარულო ურთიერთობა "ჰოლივუდის" ვარსკვლავ ჯუდ ლოუს ქალიშვილ ირისთან აქვს.

წყვილმა ერთმანეთი Guess Jeans-ის სარეკლამო რგოლის გადაღების დროს გაიცნო და სიმპათია მაშინვე გაუჩნდათ.

"ტრენტსა და ირისს ერთმანეთი პირველი დანახვისთანავე მოეწონათ. ნომრები გაცვალეს და Instagram-ზე გამოწერები გაააქტიურეს. მას შემდეგ ისინი რეგულარულად სწერენ და ხვდებიან ერთმანეთს", - ჰყვება უცნობი წყარო.

ირისი ლონდონში ცხოვრობს. წყვილი ერთად რამდენიმე დღის წინ, "ვესტ ჰემისა" და "ლივერპულის" მატჩის შემდეგ დააფიქსირეს.