
ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში 2025 წლის პირველ ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონურად კი 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელი "ლივერპულში" 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა და ახლა მისი შემოსავალი გაცილებით აიწევს.
მიმდინარე სეზონში არნოლდმა ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.