"მანჩესტერ იუნაიტედი" ტენ ჰაგის შემცვლელად ხავის განიხილავს

AutoSharing Option
Daily Mail-ის ჟურნალისტის კრის ვილერის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელად "ბარსელონას" ყოფილ დამრიგებელ ხავის განიხილავს.

მოგეხსენებათ, ნიდერლანდელს "ოლდ ტრაფორდზე" კარგი დროება არ უდგას. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები ესპანელ მენეჯერს უკვე 2-ჯერ შეხვდნენ და შესაძლო თანამშრომლობაზე ესაუბრნენ.

ინფორმაციისთვის, ხავის კატარის ეროვნულ ნაკრებშიც უხმობენ.