მიკოლის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

AutoSharing Option
პალერმოს სასამართლომ იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს, ფაბრიციო მიკოლის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2010 წელს მიკოლის ერთი პიროვნებისათვის დისკოთეკის გასახსნელად 20 ათასი ევრო მიუცია, რომელსაც ეს თანხა მიუთვისებია და ფეხბურთელს დახმარებისათვის ქალაქის კალსას რაიონის მაფიის ბოსის შვილისთვის მაურო ლაურიკელისთვის მიუმართავს.

ლაურიკელის კი ფულის ამოსაღებად ძალისმიერი მეთოდები გამოუყენებია და მიკოლისთან ერთად დაუპატიმრებიათ. ფაბრიციო თავს უდანაშაულოდ თვლის, აცხადებს, რომ ლაურიკელის მაფიასთან კავშირის შესახებ არაფერი არ იცოდა და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

მიკოლი დიეგო მარადონას ფანია და 2010 წელს მისი საყურე 25 ათასად შეიძინა.

ფაბრიციო "იუვენტუსში", "ფიორენტინაში", "ბენფიკასა" და "პალერმოში" თამაშობდა, კარიერა კი შარშანწინ მალტის "ბირკირკარაში" დაასრულა.