ტურინის "იუვენტუსის" საიტი იტყობინება, რომ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო და თავდამსხმელი პაულო დიბალა ტრავმების გამო გუნდს 30-40 დღე ვერ დაეხმარებიან და შეიძლება, 13 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ტოტენჰემთან" მონაწილეობა ვერ მიიღონ.
მეკარე ჯიჯი ბუფონი და ნახევარმცველი ხუან კუადრადო კვირის ბოლოს ინდივიდუალურად დაიწყებენ ვარჯიშს.