"ყველა დროის საუკეთესო მეკარე კასილასია" - ბუფონმა, მისი აზრით, საუკეთესო კიპერები დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა, მისი აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარე დაასახელა და ასეთად იკერ კასილასი მიიჩნია:

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ყველა დროის საუკეთესო მე ვარ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ალბათ, ეს აზრი იმიტომ წარმოიშვა, რომ კარიერა გაცილებით დიდხანს გამიგრძელდა.

ჩემი აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარე იკერ კასილასია, რომელმაც საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველაფერი მოიგო. მისი გამოცდილება აჩვენებს, რომ ის ყველა სხვაზე უკეთესია და ნამდვილი ლიდერია.

ფეხბურთში ყველაფერი არ მომიგია და ვფიქრობ, რომ მე-3 ან
მე-4 ნომერი უნდა ვიყო, რადგან მეორე ნომრად მანუელ ნოიერს ვთვლი.

მან ასევე მოიგო ყველაფერი საკლუბო დონეზე; ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მისი დიდი დამსახურებაა.

ამიტომ მგონია, რომ მე მესამე ნომერი ვარ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია", - თქვა ბუფონმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იაშინზე რას იტყვით?ოქროს ბურთი აქვს აღებული კაცს.მაინტერესებს ესეთი მაგარი მეკარე იყო რო საბჭოთა მოქალაქეს მისცეს ეს ჯილდო?მაინტერესებს.
თათუ-გოგო
07:02 19-08-2023
1
კიდევ ერთხელ დაამტკიცა რო პირველია! ჯიჯი ოქრო ხარ!
mate
01:13 19-08-2023
2

სიახლეები პოპულარული