იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb იტყობინება, რომ "მილანის" ხელმძღვანელობა კმაყოფილია ჯენარო გატუზოს მუშაობით და კლუბი "მამაც გულთან" სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2020 წლამდე იქნება. გატუზოს ხელმძღვანელობით, კლუბი ბოლო 8 შეხვედრის განმავლობაში დაუმარცხებელია.
გუშინ კი "როსონერი" სერია ა-ს 24-ე ტურში "სპალი" გასვლით შეხვედრაში 4:0 გაანადგურა. გატუზოს აქამდე "პალემრო", "ოფი", "სიონი" (ოღონდ არა ბოლნისის) და "პიზა" გაუწვრთნია. ბოლის იგი "მილანის" პრიმავერას ედგა სათავეში.