
37 წლის ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მალე "მილანს" დატოვებს, - იტყობინება "როსონერის" საიტი.
ჟირუ იტალიურ კლუბთან კონტრაქტს არ გააგრძელებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით MLS-ის "ლოს-ანჯელესში" გადავა.
"მილანმა" ჟირუ 2021 წელს "ჩელსისგან" 4.8 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ამ სეზონში 45 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.