"ფიორენტინას" კაპიტანი დავიდე ასტორი გარდაიცვალა და სერია A-ს მატჩები გადაიდო

AutoSharing Option
"უდინეზესთან" იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩის წინ, უდინეში სასტუმრო La di Moret-ში ძილში გარდაიცვალა "ფიორენტინას" 31 წლის კაპიტანი დავიდე ასტორი.

ასტორიმ ამ სეზონში ფლორენციულ გუნდში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა. მან იტალიის ნაკრების ღირსება 14 შეხვედრაში დაიცვა.

ასტორის გარდაცვალების გამო ქვეყნის პირველობაზე დღეს გასამართი ყველა თამაში გადაიდო.