
აღნიშნული ფეხბურთელი გახლავთ მეკარე მატია პერინი, მცველები: დანიელე რუგანი, ლუკა პელეგრინი და კრისტიან რომერო.
ფედერიკო კიეზამ 2019/20 წლების სეზონში "ფიორენტინას" რიგებში ყველა ტურნირზე 26 მატჩი გამართა. 22 წლის ფორვარდის ანგარიშზე 7 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული შეჩერების შემდეგ იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისს უნდა განახლდეს. 22 ივნისს "ფიორენტინა" "ბრეშიას" უმასპინძლებს, ხოლო "იუვენტუსი" გასვლაზე "ბოლონიას" შეხვდება.