იტალიური პრესა: ბუფონი გასახდელში ძალიან გაღიზიანებული იყო

AutoSharing Option
იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "ნაპოლისთან" წაგების შემდეგ ძალიან გაბრაზებული ყოფილა.

40 წლის კარის დარაჯს რამდენიმე თანაგუნდელთან მძიმე საუბარი ჰქონია და მათთან უკმაყოფილება გამოუხატავს.

ჯიჯის კრიტიკის ქარცეცხლში კი, ძირითადად, მეჰდი ბენატია გახვეულა, ვინც კალიდუ კულიბალის გოლის მომენტში მეურვებოდა.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს დასრულებამდე 4 ტურით ადრე "იუვენტუსი" "ნაპოლის" 1 ქულით უსწრებს.

▶ ალექსანდრე ჩეფერინი: ჯანლუიჯი ბუფონი არასამართლიანად მოიქცა

ასევე დაგაინტერესებთ