ალექსანდრე ჩეფერინი: ჯანლუიჯი ბუფონი არასამართლიანად მოიქცა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის დაპირისპირებების შესახებ ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგა, შესაძლოა, თავისი სისწრაფეებით "პორშეს", ანდაც "ფერარის" შევადაროთ.

თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ვიდეოგამეორების გამოყენება საჭირო არაა.

ჩემი აზრი ასეთია: ვიდეოგამეორება "სიტის" არჩათვლილ გოლზე უფრო გამოსაყენებელი იყო, ვიდრე "რეალისა" და "იუვენტუსის" მატჩში დანიშნულ პენალტზე.

ვფიქრობ, ბუფონი არასამართლიანად მოიქცა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბოლო წუთზე ასეთი თამაშის შემდეგ პენალტს გინიშნავენ, მაგრამ ამას უნდა შეეგუო და არავინ შეურაცხყო.

შეხვედრის შემდეგ ტურინელთა პრეზიდენტ ანდრე ანიელის ვესაუბრე, რომელიც ბუფონის მოსაზრებას
ეთანხმებოდა, მაგრამ შეურაცხყოფას არავის აყენებდა", - აღნიშნა ჩეფერინმა.

▶ ბუფონი: მე ბუფონი ვარ, არავითარ შემთხვევაში ოლივერს ბოდიშს არ მოვუხდი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თვითონაც არ უარყოფს, რომ იმ შემთხვევებშიც საჭირო იყო და როცა ამის მიუხედავად,მაინც საჭიროდ არ სთვლიან ვიდეოგამეორების შემოღებას,ეს უკვე პასუხია იმისა,თუ რატომ არ სურთ.არავითარი მიზეზი და არგუმენტი არ არსებობს მათი პატიოსნების ნდობისა.
სოსო
11:25 19-04-2018
0
სწორედ ამიტომაა საჭირო ვიდეოგამეორება რომ ამხელა ემოციები გამოირიცხოს.როდესაც ეკრანზე ყველა,მათ შორის ბუფონიც ნახავდა რომ მცველი ბურთს ვერ შეეხო და უკნიდან დაეჯახა ლუკასს შეეგუებოდა პენალის დანიშვას.
აუცილებელია ვიდეოგამეორება
17:37 18-04-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული