რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებს ხვალ ოფიციალურად ჩაიბარებს

AutoSharing Option
Sky Sports News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია რობერტო მანჩინის "სკუადრა აძურას" მთავარ მწვრთნელად ხვალ ოფიციალურად დანიშნავს.

53 წლის სპეციალისტი ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

მანჩინი ბოლოს "ზენიტში" მუშაობდა, მისი საუკეთესო წლები კი "ინტერსა" და "მანჩესტერ სიტის" უკავშირდება.