Sky Sport: ეს 7 ფეხბურთელი ზაფხულში "მილანიდან" წავა

AutoSharing Option
Sky Sport-მა ის 7 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებიც 20 მაისს "მილანის" მაისურს ბოლოჯერ მოირგებენ.

გამოცემის ცნობით, ასეთი ფეხბურთელები არიან: ჯანლუიჯი დონარუმა, იგნასიო აბატე, რიკარდო მონტოლივო, კრისტიან ძაპატა, ლუკა ანტონელი, ნიკოლა კალინიჩი და სუსო.

საინტერესოა, რომ სიაში არ არის ანდრე სილვა, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.