
35 წლის ცენტრალური მცველი სიმონ კიაერი სეზონის დასრულებისთანავე "მილანს" დატოვებს, - ამის თაობაზე ინფორმაციას Bold-ი ავრცელებს.
ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
დანიელი "მილანში" 2020 წლის იანვარში გადავიდა, 120 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 2 მილიონი ევროა.
არა მხოლოდ კიაერი, ყველა მოგვატყუა - ინტერის ყოფილი მწვრთნელი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულია [VIDEO]