ჯასტინ კლუივერტი "რომაში" გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ...

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, პატრიკ კლუივერტის 19 წლის ვაჟი ჯასტინი "რომაში" გადასვლაზე თანახმაა.

გარიგების ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი მაღალი სატრანსფერო თანხაა, რომელსაც "აიაქსი" ითხოვს.

ამსტერდამელებს ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურთ, ეს მაშინ, როდესაც "ჯალოროსი" მხოლოდ 20 მილიონის გადახდაზეა ყაბულს.

რომაელთა სპორტული დირექტორი მონჩი უახლოეს დღეეებში კლუივერტის აგენტ მინო რაიოლას შეხვდება და გარიგების დეტალებზე გაესაუბრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული