კევინ-პრინც ბოატენგი სერია ა-ში დაბრუნდა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კევინ-პრინც ბოატენგი, რომელიც ბოლოს ფრანკფურტის "აინტრახტში" ირიცხებოდა, "სასუოლოში" გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, განელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში 31 წლის აფრიკელმა 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.