"მილანს" ორგიების მოყვარული რუსი ოლიგარქი ყიდულობს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "მილანის" შეძენას რუსი ოლიგარქი დმიტრი რიბოლოვლევი გეგმავს.

კლუბის ამჟამინდელ მფლობელს ლი იუნჰონგს ფინანსური პრობლემები აქვს, მისი გაყიდვა სურს და რუსი მილიარდერის  წარმომადგენლებთან ლონდონში აწარმოებს მოლაპარაკებას.

რიბოლოვლევი "მონაკოს" პრეზიდენტია, "ურალკალიას" მფლობელი იყო, რუსეთის 20 უმდიდრეს ადამიანთა შორის შედის და კვიპროსში სააქციო ბანკი აქვს.

2008 წელს მეუღლე ელენა იმის გამო გაეყარა, რომ დმიტრი იახტაზე მოდელ გოგონებთან სერიულ ორგიებს აწყობდა.

ელენამ სასამართლოში უჩივლა და 4 მილიარდი მოითხოვა, რაც რიბოლოვლევის მაშინდელი ქონების ნახევარს შეადგენდა. ამის საპასუხოდ დმიტრიმ ელენას კვიპროსზე 25-მილიონდოლარიანი ბეჭდის მოპარვა
დააბრალა და დააჭერინა. თუმცა, სასამართლომ ქალს ეს ვერ დაუმტკიცა და გაანთავისუფლეს.

ფრანგულმა გაზეთმა Mediapart-მა გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ რიბოლოვლევმა საიდუმლო ფონდი შექმნა, ფეხბურთელთა ტრანსფერების წილში ჩაჯდა და ცნობილ პორტუგალიელ საფეხბურთო აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მისი კომპანიის Gestifute-ს მეშვეობით დიდი ოდენობით ფულს ათეთრებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრეთ წოდებული რუსი ოლიგარქი არ არსებობს, ყველა ეგრეთ წოდებული "რუსი" ოლიგარქი იგივე ებრაელი ოლიგარქები არიან, ჩვენი ჟურნალისტები არიან გაუნათლებელი ხალხი და არ იციან ასეთი ნიუანსები.
ხვიჩა
09:51 09-07-2018
2
რუსი ოლიგარქები არ არსებობენ, ეგენი ან ბომზები ან კაგებესჰნიკები გამოდიან.
sdfffff
03:36 09-07-2018
3

სიახლეები პოპულარული