"რომამ" "ბარსელონაზე" შური იძია და შემადგენლობიდან მალკომის გვარი ამოშალა

AutoSharing Option
იტალიურმა "რომამ" "ბარსელონას" შემადგენლობიდან მალკომის გვარი ამოშალა.

საქმე იმაშია, რომ ეს გუნდები დღეს ერთმანეთს დალასში ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, სადაც "ჯალოროსიმ" 4:2 იმარჯვა.

მატჩის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა და კატალონიელებმა თავიანთი კლუბის შემადგენლობა Twitter-ში გამოაქვეყნეს.

"ბარსელონას" შემადგენლობას "რომაც" გამოეხმაურა, რომელმაც სურათიდან მალკომის სახელი ამოშალა და მეტოქის შემადგენლობა ასე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელებს ბრაზილიელის ტრანსფერი უკვე გამოცხადებული ჰქონდათ, რის შემდეგაც ის მეორე დღეს "ბარსელონაში" გადაბარგდა.

Sportall.Ge

altზაფხულის უღირსი ტრანსფერი - "ბარსელონამ" "რომას" ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალა [VIDEO]

alt"რომას" პრეზიდენტი:

თუ ლეო მესის მოგვცემენ, "ბარსელონას" ბოდიშს მივიღებ

altმალკომმა ახსნა, რატომ არჩია "ბარსელონა" "რომას"

alt"რომამ" "ბარსელონას" 8 წუთში 3 გოლი გაუტანა და თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული