La Gazzetta dello Sport: "ინტერში" გადაბარგება თავად ლუკა მოდრიჩსაც სურს

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს "ინტერში" სურს გადაბარგება.

მან ამის შესახებ თავის მეუღლესა და აგენტ ვანია ბოსნიჩს უკვე აცნობა, რომელსაც  "ნერაძურის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაუწყია.

მოდრიჩს "რეალთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ცნობით, "ინტერი" მას წლიურად 10 მილიონი ევროს გასამრჯელოს ჰპირდება.

altმილანის "ინტერმა" მუშაობა ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე დაიწყო

altხორვატი რეჟისორი მგლებზე ფილმს იღებდა და კადრში 5 წლის მოდრიჩი მოხვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული