ის 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, 71-ე წუთზე რომანიოლიმ მოცელა და თერტმეტმეტრიანი კაპუტომ გამოიყენა.
სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები ლევანს აპლოდისმენტებით შეეგებნენ.
აღსანიშნავია, რომ მჭედლიძემ ბოლოს იტალიის ჩემპიონატზე შარშან აპრილში სწორედ როსონერისთან ითამაშა, გოლი გაიტანა და მძიმე ტრავმა მიიღო.
ემპოლი. "კარლო კასტელანი"
ემპოლი - მილანი 1:1
გოლები: 0:1 კაპეზი (10, საკ. კარში), 1:1 კაპუტო (71, პენ)
ემპოლი: ტერაჩიანო, სილვესტრე, მაიეტა, ვესელი, დი ლორენცო, კაპეზი (რასმუსენი 75), კრუნიჩი, ბენაკერი, ტრაორე (ბრიგი 81), კაპუტო, ლა გუმინა (მჭედლიძე 65)
მილანი: დონარუმა, მუსაჩიო, რომანიოლი, კალაბრია, ბილია, ბონავენტურა, ჩალჰანოღლუ (კასტილეჰო 73), ლაქსალტი, კესიე (ბაკაიოკო 78), ბორინი (კუტრონე 73), სუსო
"ემპოლი" 5 ქულით მე-17 ადგილზეა, 30 სექტემბერს სტუმრად "პარმას" ხვდება და იმედია, ლევანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.
რომანიოლი: მჭედლიძესთან თამაშისას შეცდომა რომ არ დამეშვა, მოვიგებდით
ის ერთგული ფეხბურთელია - ლევან მჭედლიძეს "ემპოლიში" გატარებული 10 წელი დაუფასეს