ფედერიკო ბერნარდესკი: ჩემთვის რონალდო ყოველთვის მესიზე წინ იდგა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

იტალიელი შემტევის თქმით, მისთვის პორტუგალიელი ყოველთვის ლეო მესიზე წინ იდგა.

"კრიშტიანოს ყოველთვის ვამჯობინებდი მესის. რაც ჩვენთანაა, აღმოვაჩინე, რომ არაჩვეულებრივი პიროვნებაა და დადებით აურას ყველას გადასცემს. მახსენდება ევროპის ჩემპიონატის ფინალი, როცა მან ტრავმის გამო მოედანი პირველ ტაიმში დატოვა, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან მწვრთნელივით ეხმარებოდა გუნდს." - განაცხადა ბერნანდესკიმ.

altკრიშტიანო რონალდოს რეაქცია პაულო დიბალას ჰეთ-თრიკზე [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ