შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ტურინელებს კორონავირუსის პანდემიის დროს დაკლებულ 19.9 მილიონ ევროს ედავებოდა. ეს არის თანხა, რომლის დროებით დაკლებასაც რონალდუ პანდემიის პერიოდში დათანხმდა. მოგვიანებით კი, "ალ-ნასრის" შემტევმა იუვენტუსისგან აღნიშნული თანხის დაბრუნება მოითხოვა.
სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც ნათქვამია, რომ "ვეკია სინიორამ" სუპერვარსკვლავს 9,8 მილიონი უნდა გადაუხადოს, თუმცა დავა ჯერ კიდევ გაგრძელდება.