იგუაინმა პენალტი გააცუდა, გააძევეს და "იუვენტუსმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-12 ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად "მილანი" 2:0 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში მანძუკიჩმა გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს საპასუხო გოლის გატანა იგუაინს შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული თერტმეტმეტრიანი შესნიმ მოიგერია.

81-ე წუთზე რონალდომ მეორედ დალაშქრა დონარუმას კარგი, შემდეგ იგუაინი გააძევეს და ყველაფერი დასრულდა.

პიპიტამ მსაჯს მაცოლენის უყვირა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო, შემდეგ რონალდოს და "იუვეს" სხვა ფეხბურთელებს ეკამათა და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.

რონალდომ იტალიის ჩემპიონატზე 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტურინი. "სან სირო"
მილანი - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 მანძუკიჩი (8),
რონალდო (81)
გამოუყენებელი პენალტი: იგუაინი (41)
გაძევება: იგუაინი (83)

მილანი: დონარუმა, ზაპატა, აბატე (ბორინი 74), როდრიგესი, რომანიოლი, ჩალჰანოღლუ (ლაქსალტი 74), ბაკაიოკო, კასტილეჰო (კუტრონე 62), კესიე, იგუაინი, სუსო

იუვენტუსი: შესნი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო, კანსელუ, მატიუიდი, პიანიჩი (ჰედირა 74), ბეტანკური, რონალდო, მანძუკიჩი, დიბალა (დუგლას კოსტა 79)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული