"იუვენტუსმა" მეჰდი ბენატია ყატარში გაუშვა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი მცველი მეჰდი ბენატია ყატარის "ალ დუჰაილში" გააგრძელებს კარიერას.

გავრცელებული ინფორმაციით, აზიელებს მოროკოელი ფეხბურთელის ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მეჰდი ბენატია "იუვეს" 2017 წელს "ბაიერნიდან" შეუერთდა და 2-2-ჯერ იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

მიმდინარე სეზონში მოროკოელმა მცველმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

alt"იუვენტუსმა" რონალდოს პენალტით გაიმარჯვა - 12 წლის შემდეგ პირველად ლიდერი მეორეადგილოსანს 11 ქულით გაექცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული