"რომას" მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დანიშნეს

AutoSharing Option
"რომა" გუნდის მწვრთნელად კლაუდიო რანიერის დანიშვნას იუწყება.

რანიერი ჯალოროსოში სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

გუშინ რომაულმა კლუბმა მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" დამარცხების (1:3) და ტურნირიდან გამოვარდნის გამო გადააყენა.

რაც შეეხება რანიერის, 28 თებერვალს "ფულჰემის" მენეჯერის პოსტიდან გადააყენეს, სადაც 3.5 თვე იმუშავა.

26 ტურის შემდეგ 44 ქულით "რომა" სერია A-ში მე-5 ადგილზეა და 11 მარტს "ემპოლის" უმასპინძლებს.