![](https://sportall.ge/pictures/image5/7f66c5c2b8b6078266e78a653e54285c.png)
"ჯალოროსის" დამრიგებელი გუშინ კლუბის მფლობელებს, ფრიდკინების ოჯახს შეხვდა და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნა მიღებული.
"მგლებს" დღეს ევროპის ლიგის მეოთხედფინალში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით. "სტადიო ოლიმპიკოს" პირველი მატჩი გასვლაზე 1:0 აქვთ მოგებული.
"რომა" სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მე-5 ადგილზეა.
დე როსიმ "რომა" 2024 წლის 16 იანვარს, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა.